I - II დღის რეფლექსია
ტრენინგის პირველ დღეს ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების შესახებ ისტ-ის ინტეგრირებით, თუ რა შესაძლებლობას იძლევა პროექტებით სწავლება და სასწავლო აქტივობები როგორ შეიძლება დაუკავშირდეს ავთენტურ და
ცხოვრებისეულ კონტექსტს. მოსწავლეებს როგორ განვუვითაროთ მაღალი დონის სააზროვნო
უნარები და გავზარდოთ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. შევისწავლეთ, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო
პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და
დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.
გავეცანი ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და მოლოდინებს; შევქმენი პორტფოლიოში არსებული საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად; პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს .
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ წინა დღეს განხილული მასალის გახსენებით. თითოეულმა მონაწილემ გაგვაცნო თავის პროექტთან დაკავშირებული იდეები. მოხდა აზრების გაზიარება. შემდგომ ვისწავლეთ ბუკლეტებისა და ბლოგის შექმნა. შევაჯამეთ ტრენინგის ორივე დღე რეფლექსიით.

Комментарии
Отправить комментарий